LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში შეიძლება ექიმების ნდობა…ჩვენ გაგვიმართლეს ქართველმა თეთრხალათიანებმა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

223
BeFunky-collage (3)

ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის დედა და­რე­ჯან და­უშ­ვი­ლი მძი­მე სენ­თან რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ნანუკამ საკუთარ გადაცემაში დედის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას პირველად მიმართა და თქვა, რომ დიაგნოზი მათთვის მოულოდნელი იყო და გამკლავებმა ვერ მოასწრეს.

თუმცა ნანუკამ სიამაყით აღნიშნა, რომ საქართველოში ზუსტი დიაგნოზი დასვეს.

“რა არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ…როდესაც გეუბნებით რამდენად მნიშვნელოვანია შეიმოწმოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდესაც, საკუთარ დედას მეოთხე სტადიაში უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს, ამ გადმოსახედიდან ცოტა რთულია და ლეგიტიმურად, ბევრი თქვენგანი იფიქრებს, მე გამეკეთებინა ის, რასაც თქვენ გირჩევთ ხოლმე.

დაჯის ჰქონდა უცნაური გამოვლინებები, ისეთი, რომ ჩვენ გვეგონა დეპრესია და ნევროზი. ქალს დეპრესიის წამლით ვმკურნალობდით და თურმე სიმსივნე ჰქონდა…არავის არ დაუჯეროთ ვინ რას გეტყვით, იმიტომ , რომ ამ სამყაროში ყველაფერი ინდივიდუალურია. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, შეემოწმოთ ექიმთან.

საქართველოში შეიძლება ექიმების ნდობა. დაჯის ჰყავდა არაჩვეულებრივი ექიმი – ნია შარიქაძე, ალეკო თავართქილაძე. უაღრესად მადლობელი ვარ ქართველი თეთრხალათიანი ჯარისკაცების.

ჩვენ გაგვიმართლეს ქართველმა თეთრხალათიანებმა იმედები, ყველაფერი გააკეთეს, უბრალოდ სხვა გზა არ იყო…

უნდა წახვიდეთ ნებისმიერ შემთხვევაში და ჩაიტაროთ გამოკვლევა. ნებისმიერ გამოწერილ ფეხსაცმელს კარგ ჩანთას წელიწადში ერთხელ ჯობია ამის გაკეთება”- აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/788668335211559

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები