LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შემოსული მოგზაურები COVID-19-ზე 1 საათში შემოწმდებიან

92
koronavirusi-tbilisi-aeroporti-2

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტურიზმის ინდუსტრია, უნებლიეთ ვირუსის იმპორტიორი არ გახდეს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს. მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე COVID-19-ზე ტესტირების დროდ 1 საათი განისაზღვრა.

„ეს მნიშვნელოვანი რგოლია და შემდგომ განსახორციელებელი პროექტი, პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ მან გასცა დავალება ჯანდაცვის სამინისტროს. თუ როგორ უნდა მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ერთი საათით მოხდეს შემოწმება საქართველოში შემოსული მოგზაურების თუ ვიზიტორების.

ბუნებრივია მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო არასდროს ჩამორჩენილა სტანდარტებს, პირიქით ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეიმუშავებს საერთაშორისოდ აღიარებულ ინსტრუქციებს, ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს იქნება  საერთაშორისო აეროპორტები თუ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტები“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მე შეგახსენებთ, რომ 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები