საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების პროექტირებამშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეაბილიტირდება ათეულობით სკოლა, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლები.

მსგავსი თემები