LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თევზეული 12.5% -ით, ხორცი კი – 4.3%-ით გაძვირდა

108
collage

2019 წლის თებერვალში სურსათის გარკვეულ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, კერძოდ: თევზეული 12.5% –ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები10.2%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6%-ით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 4.3%-ით. ამის შესახებ საუბარია მიმოხილვაში, რომელსაც თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET აქვეყნებს.

ამავე მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში ფასების 23.6%-იანი კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე , შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული კი 3.4% -ით გაიაფდა.

„წინა თვესთან შედარებით, ფასების დონე საქართველოში სტაბილურად შენარჩუნდა. 2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი უმნიშვნელოდ, ანუ 0.3%-ით გაიზარდა,“-წერია ISET-ის მიმოხილვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები