LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თითო ვიზიტზე ჩინელი მოგზაურები საშუალოდ 1,908 ლარს ხარჯავენ

96
WireAP-2ec9ac230bc74c38920c6a57efb5c28d-16x9-992

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის აგვისტოში 538.3%-ით გაიზარდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 77.3%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 510.5%-ით გაიზარდა (2021/2020) და 75.5%-ით შემცირდა (2021/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 615.2%-ით გაიზარდა (2021/2020) და 67.2%-ით შემცირდა (2021/2019).

PMCG-ის ინფორმაციითვე, საქართველოს ტურიზმის სექტორი საკმაოდ კონცენტრირებულია. კერძოდ, 2019 წელს, საერთაშორისო მოგზაურების 71.4% საქართველოს 4 მეზობელ ქვეყანაზე მოდიოდა (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი). მაგრამ, 2021 წლის აგვისტოში, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 40.8% შეადგინა, რაც ძირითადად უკრაინიდან, საუდის არაბეთიდან, ბელარუსიდან და ყაზახეთიდან ვიზიტორების ზრდამ გამოიწვია.

„პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკური აღდგენისთვის ნაყოფიერი იქნება მაღალი პოტენციალის მქონე ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება. კერძოდ კი, გამოიკვეთა ჩინეთისა და ყაზახეთის სამიზნე ბაზრები, ვინაიდან, ჩინეთიდან და ყაზახეთიდან 2015-2019 წლებში ვიზიტორების რაოდენობა, საშუალოდ, შესაბამისად 54%-ითა და 36%-ით იზრდებოდა“, – ნათქვამია Policy and Management Consulting Group – PMCG-ის კვლევაში.

ამავე კვლევაში მიმოხილულია ისიც, თუ რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოში.

„გალფის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ზოგი ქვეყნიდან ვიზიტის დროს, საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მეტს ხარჯავენ და მარკეტინგული კამპანიებიც მიმართულია აღნიშნული ქვეყნებისკენ. თუმცა, გარდა ამ ქვეყნებისა, ჩინეთი და ყაზახეთი გამოირჩევიან საქართველოს ტურიზმის სექტორის გაფართოების მაღალი პოტენციალით, მაგრამ მათ ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობათ.

2019 წელს, ჩინელი ვიზიტორის საშუალო ხარჯი 1,908 ლარს შეადგენდა, რაც ხუთჯერ მაღალია საქართველოს უმსხვილესი ტურისტული ბაზრის აზერბაიჯანის (396) მაჩვენებელზე და ასევე მეტია სხვა ტრადიციული ტურისტული ბაზრების მაჩვენებლებზეც. ამას გარდა, საშუალო ვიზიტის ხანგრძლივობა 2019 წელს 7.7 ღამეს შეადგენდა, რაც აღემატება საქართველოს ტრადიციული ტურისტული ბაზრების მაჩვენებლებს.

ყაზახი ვიზიტორებისთვის 2019 წელს ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1818 ლარს შეადგენდა, ხოლო ვიზიტის ხანგრძლივობა 7.4 ღამეს. წინა წლების განმავლობაში, საქართველოში ყაზახი ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. 2018 წლიდან 2019 წლამდე ვიზიტორების რაოდენობამ 75.7%-იანი ნახტომი განიცადა და 2019 წელს 10,611-ს მიაღწია. ამას გარდა, ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებობს ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, ვინაიდან, ბოლოდროინდელი ცვლილებების შედეგად ავიაკომპანია FlyArystan-მა ყაზახეთის სამი ქალაქიდან პირდაპირი დაბალბიუჯეტიანი რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო, შემსუბუქდა საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები და ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდა ეკონომიკური კოოპერაცია“, – იუწყება Policy and Management Consulting Group – PMCG.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები