LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს 2022 წლიდან გადააჭარბებს

43
money-640x427

TBC CAPITAL-ის პროგნოზით, ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს 2022 წლიდან გადააჭარბებს. კერძოდ, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 40% 2021 წელს აღდგება, 2022 წლის მაჩვენებელი კი 2019 წლის დონეს 10%-ით გადააჭარბებს.

TBC CAPITAL-ის ცნობითვე, 2021 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან -72.7%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წლის იგივე თვეში, თუმცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის აპრილთან შედარებით (-81.3%) გაუმჯობესებულია. ივნისის პირველ კვირაში კი ასევე გაუმჯობესებულია თიბისის არხებით არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებისზრდის ტემპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები