LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტურიზმიდან შემოსავალმა უკვე 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

57
4abb2f1bc3b36d9f90f822360861ddf1

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარინოემბერში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3 051 424 548 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 35,4 მლ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 201,734,437 აშშ დოლარს (ზრდა 5.6%), რაც 10,6 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 19.7%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები