LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრობის დონე ქალების ხარჯზე მცირდება – დაუსაქმებელი მამაკაცების რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს

92
1 (1)

2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 1,694 მლნ კაცს შეადგენს, საიდანაც 860 ათასი, ანუ დაახლოებით 51% დაქირავებულია, ხოლო დანარჩენი თვითდასაქმებული, – ამის შესახებ დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გამართულ ბრიფინგზე აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

თოდრაძემ ბრიფინგზე დასაქმებისა და უმუშევრობის 2018 წლის IV კვარტალის მაჩვენებლები წარმოადგინა. მისივე თქმით, 2018 წელს დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი შემცირდა.

“დაქირავებულთა ზრდა ძირითადად, განპირობებულია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით შემდეგ დარგებში: ეს გახლავთ ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა და ასევე, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა. აღნიშნულმა შესაბამისად, განაპირობა დასაქმების სტრუქტურის ცვლილება. თუ 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 52%-ის ფარგლებში იყო, 2018 წელს 49%-იანი წილითაა წარმოდგენილი,” – განაცხადა თოდრაძემ.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის IV კვარტალში, წინასთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცების შემთხვევაში. 2018 წლის მე-4 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალთა შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალების შემთხვევაში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 1.2 პროცენტით 12.7 პროცენტამდე შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენციაა. ამასთან, 2018 წელს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ დონეზეა.

ნახეთ ასევე, 2018 წელს უმუშევრობის დონე წლიურად 1.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო მეოთხე კვარტალში მცირედით გაიზარდა.

საქართველოში უმუშევრობის დონე ქალების ხარჯზე მცირდება - დაუსაქმებელი მამაკაცების რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცების შემთხვევაში - უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალების შემთხვევაში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები