LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით

55
eb02f84d148786a604fb5e9bdc13c3d6-XL

2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.9 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.0 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.4 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად 1.4 და 1.6 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 53.0 პროცენტს, ხოლო კაცებში 71.5 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.3 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები