LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს: ამირან გამყრელიძე

349
გამყრელიძე 44

ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ საკითხზე იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელებენ.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ბრიტანეთის მარეგულირების გადაწყვეტილება, ბუსტერის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლსი ცენტრისთვის ცნობილია.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, შიდა კონსულტაციები განსაკუთრებით ახალი შტამის “ომიკრონის” გამოჩენას უკავშირდება.

ამირან გამყრელიძე ასევე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ადმინისტრირებულ ყველა ვაქცინაზე „ბუსტერი“ მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ კეთდება. თუმცა, არის გამონაკლისიც, კერძოდ, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ“ დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

საქართველოში სპეციალური ჯგუფების “ბუსტერი” დოზებით აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ე.წ. ბუსტერით 14 39 მოქალაქეა აცრილი.