LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვიზიტამდე: შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა

107
BeFunky-collage (5)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ კადრებს თავად მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ ავრცელებს.

სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის გზებს. მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შესახებ წერს “ტვიტერზე” ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც. შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ  ევროკავშირი მოლდოვას ყველაზე საიმედო პარტნიორია.

„ჩვენი მხარდაჭერა – რეფორმების პარალელურად. კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის განმტკიცება წინსვლის ერთადერთი გზაა“. – წერს შარლ მიშელი.

შარლ მიშელი საქართველოში მოლდოვიდან ჩამოვა. თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან.

“ვიზიტი ვაქცინების მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი” – რა გზავნილებს ჩამოიტანს საქართველოში შარლ მიშელი, პოლიტიკური შეფასებები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები