LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წარმოებული 20 ათასი ელექტრომობილი ევროკავშირში გაიყიდება

513
6eee9cef32f7f18cecc8f9db6a2c7e09_XL

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს.

„უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც – ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს – ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება. ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი, საიდანაც 50 პროცენტი განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 ათასი ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia – იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული საწარმოს შექმნაზე რამდენიმე ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს და საქართველოს ძლიერი კონკურენციის გადალახვა მოუხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები