LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წარმოებული ეტლებით შშმ პირები აშშ-სა და თურქეთშიც სარგებლობენ

200
best-city-for-disabilities

საქართველოში შშმ პირებისთვის დამზადებული ეტლები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იყიდება. პროდუქციას შპს „საქართველოს ეტლების საწარმო“ უშვებს, რომლის დირექტორიც გიორგი ძნელაძეა.

როგორც ძნელაძე ამბობს, „საქართველოს ეტლების საწარმო“ უკვე 10 წელზე მეტია, რაც ეტლებსა და სხვა დამხმარე საშუალებებს აწარმოებს შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის. პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივი ბაზრის გარდა, აშშ-სა და თურქეთში ხორციელდება.

„ამჟამად ჩვენთან იწარმოება 2 ტიპის მექანიკური და 2 ტიპის ელექტრო ეტლი, ასევე: პანდუსები, ტრანსფერის ლიფტები და კიდევ ბევრი სხვა დამხმარე საშუალება შშმ პირებისთვის. გვინდა, რომ ჩვენი წარმოებით ამ მიმართულებით მომუშავე მსოფლიო ლიდერებს გავუწიოთ სერიოზული კონკურენცია“, – ამბობს გიორგი ძნელაძე.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ შეძლო სრულიად ახალი მანქანა-დანადგარების, საჭირო ნედლეულის შეძენა და საწარმოო პროცესის გაფართოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები