LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდება

77
ქეთევან წამებული

საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა.

„შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები