LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყოველწლიურად 11 ათასი სიკვდილის შემთხვევა ჰაერის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული – ამირან გამყრელიძე

451
Phoenix-quiz-1

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ავადობის მთავარი გამომწვევია.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ გარემოა, კერძოდ კი, ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული დაავადებები. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად, 11 ათასი სიკვდილის შემთხვევა პირდაპირ ან არაპირდაპირ ჰაერის ფაქტორთანაა დაკავშირებული.

„მთლიანად თუ შევხედავთ, ადამიანების ავადობაში/სიკვდილიანობაში ერთ-ერთი წამყვანი არის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი,  დაახლოებით 50% დაკავშირებულია სწორედ ამ ფაქტორთან, 20-დან 25%- მდე მიზეზებში გარემოს ფაქტორებია, შემდეგ მოდის გენეტიკური ფაქტორი დაახლოებით 17-18% და შემდეგ 12-15% ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციის ფაქტორია. ამ ოთხი წამყვანი ფაქტორებიდან, სამი მოდიფიცირებადია, ანუ ის შეგვიძლია შევცალოთ. ჯერჯერობით არაცვლადია გენეტიკური ფაქტორი.

მსოფლიოში, გლობალური სტატისტიკით, 58 მლნ ადამიანი კვდება სხვადასხვა დაავადებებით ყოველწლიურად, აქედან 8 მლნ სიკვდილის შემთხვევა გამოწვეულია ჰაერით.

საქართველოს რაც შეეხება, 46-დან 48 ათასამდე ადამიანი კვდება ჩვენთან ყოველწლიურად,  11 ათასი სიკვდილის შემთხვევა ქვეყანაში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჰაერის ფაქტორთანაა დაკავშირეული, ესაა დაახლოებით 20 -21%. ჰაერის დაბიძურება პირველ რიგში, იწვევს ისეთ დაავადებას, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი და ა.შ. შემდეგ მოდის კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯგუფში, სადაც ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ ისაუბრა, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები