LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველაზე ხშირად მონახულებად რეგიონად აჭარა დასახელდა

182
shutterstock-559055305

საქართველოში ყველაზე ხშირად მონახულებად რეგიონად აჭარა დასახელდა. უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევის მიხედვით, დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით რეგიონს საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების 55,2% სტუმრობდა. უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევის შედეგები ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის 2019 წლის ანგარიშისას დასახელდა. კვლევა 2019 წლის იანვარსექტემბრის პერიოდს მოიცავს.

ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია.

რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 5 მლნ ტურისტული ვიზიტი განოხრციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები