LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოშია ბრიტანელი ველოსიპედისტი, რომელიც 30 ქვეყნის გავლას და ონკოპაციენტებისთვის 300 ათასი ევროს შეგროვებას გეგმავს

112
154558046-2969588723314068-9059397522449131285-o

26 წლის ბრიტანელმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო.

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს. მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია, მათთვის ვინც ლუკის მსგავსად სიმსივნეს ებრძვის.

პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად, თვალს ადევნებს ჟურნალისტებიც. ამჟამად,  მასთან ერთად საქართველოში იმყოფება ბიბისის ჟურნალისტიც, რომელიც ლუკის მოგზაურობაზე ფილმს ამზადებს.

რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანიაჭარა მოინახულა. ლუკის აჭარაში მოგზაურობას ორგანიზება აჭარის ტურიზმის დეპარამენტმა გაუწია. მან რეგიონი უკვე დატოვა და გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღო. ბათუმიდან ფოთამდე ის critical mass ბათუმის ველოსიპედისტებმა გააცილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები