LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთან ავიამიმოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება

127
Depositphotos-256250312-xl-2015-pic905-895x505-68406

საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლა  სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება – ამის შესახებ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“  რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, იური ბარზიკინმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი 70%-ით შემცირდა, თუმცა, საბოლოო მონაცემები წლის ბოლოსთვის ექნებათ.

რუსეთიდან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, ქართული ტურიზმი მაინც იზრდება

„კონკრეტული მონაცემები, ვფიქრობ, წლის ბოლომდე გვექნება, მაგრამ ამ დროისთვის, რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის მინიმუმ 70% შემცირდა. თითქმის ყველა რუსეთის მოქალაქემ, ვინც პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობდა, საქართველოში ჩასვლა შეწყვიტა.

არ იყიდება კომპლექსური ტურები, თვითორგანიზებული ტურისტები კი საქართველოში ჩადიან სახმელეთო გზით, ან მესამე ქვეყნების გავლით“- უთხრა „იზვესტიას“ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა.

„საქართველო მშვენიერია, იფრინეთ იქ, თუნდაც ამსტერდამის გავლით“ - ევგენი პრიმაჩენკო

წარმოშობით რუსი, ცნობილი მარკეტერი თანამოქალაქეებს  სთავაზობს გამოსავალს, როგორ მოხვდნენ საქართველოში

გამოცემა დიპლომატიური წრეების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის რიტორიკა უცვლელია და იგნორირებულია მოსკოვის მოთხოვნა, უზრუნველყოს რუსი მოგზაურების უსაფრთხოება.

ბარზიკინი ამბობს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხი თბილისზეა დამოკიდებული, თუმცა დასძენს, რომ რუსოფობიური პოლიტიკის და რიტორიკის შეწყვეტის მხრივ საქართველოში წინსვლა არ შეინიშნება.

„იმ სიტუაციაში, რომელიც ახლა იქ არსებობს, რუსებისთვის რისკები, რა თქმა უნდა, გაიზარდა. საჰაერო მოძრაობის აღდგენის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ”- დასძინა იური ბარზიკინმა.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები