LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთან შეჩერებული ფრენების გამო, რუსული კომპანიები კომპენსაციას ითხოვენ

94
00D6FB63-E9E9-4461-A815-9A98F77D88B6-cx0-cy7-cw0-w1023-r1-s

დიდი ფინანსური ზარალი საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლის გამო – რუსული კომპანიები კომპენსაციას ითხოვენ.

როგორც ვებგვერდი ekhokavkaza.com იუწყება, ავიაკომპანია Pobeda Airlines რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს იმ ვადების განსაზღვრას სთხოვს, თუ როდის შეძლებს კომპანია საქართველოსთან შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო, კომპენსაციის მიღებას.

რუსული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Pobeda Airlines-მა ავიასანქციების შედეგად 500 მილიონამდე რუბლის ზარალი მიიღო.

რუსეთთან პირდაპირი ფრენები, შესაძლოა, ნოემბრიდან აღდგეს

რას წერს რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოსკენ Pobeda Airlines-ის გარდა, რეისებს შემდეგი ავიაკომპანიებიც ასრულდებდნენ: Aeroflot-ი, S7, Red Wings-ი, Ural Airlines-ი და Smartavia.

შეგახსენებთ, თბილისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა და დღემდე მოქმედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები