ამერიკელი კონგრესმენის მნიშვნელოვანი სიტყვები და პირდაპირ საუბარი საქართველოს მომავალზე – ადამ კინზინგერი ამბობს, რომ საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

როგორც კონგრესმენმა თქვა, ის, რადგან საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდეს.

“ათვლის წერტილი არის 12 წელი, 12 წელი ძალიან გრძელია, საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, ფაქტობრივად ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციის დროს, როცა ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობ, საქართველო მეორე გახლავთ ამერიკის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის.

ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე ველი მომავალზე საუბრებს ჩემ მეგობრებთან და ყველა სხვასთან“, – ამბობს კონგრესმენი.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები