LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი ისევ რუსეთია

64
shutterstock-1084157885

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  992,6 ათასი ტონა, რაც 1,6  ათასი ტონით, ანუ 0,2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (991,0 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  501,9  ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,8 ათასი ტონით ანუ 0,8%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 490,7  ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,2 ათასი ტონით ანუ 0,4%-ით).

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, დიზელის საწვავის იმპორტი კლებულობდა, თუმცა სექტემბრის თვიდან დაწყებული სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. კერძოდ, 2019 წელს პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 327,7 ათასი ტონა, რაც 42,9 ათასი ტონით ანუ 11.6%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასი ტონა) შედარებით.

ჯამში, 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში 40,6 ათასი ტონით მეტი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 328,6  ათასი ტონა ანუ 65,5%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 163,6 ათასი ტონა ანუ 32,6%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 9,7 ათასი ტონა ანუ 1,9%.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის 11 თვის განმავლობაში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  რუსეთიდან – 297,6  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,0%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი – 276,6 ათასი ტონა (27,9%),  აზერბაიჯანი – 145,7 ათასი ტონა (14,7%), თურქმენეთი – 111,1 ათასი ტონა (11,2%);   ბულგარეთი  – 85,5 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი –  55,3 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი – 19,3 ათასი ტონა (1,9%) და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები