LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები, ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის” – ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

122
unnamed

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის. მეკითხებოდნენ, ეს ფაქტი ვინ გითხრათ, ვეუბნებოდი, რომ მცოდნოდა როგორც ფაქტი, ვიტყოდი მტკიცებით ფორმაში და გადმოვცემდი, როგორც ფაქტს, მაგრამ, სადაც ვამბობ, რომ „ვფიქრობ რომ ასე და ასე“ – ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მას აქვს თავისი ტექნიკა წარმოების და ამიტომ მე ვავითარებ ჩემს მოსაზრებებს, ლოგიკურ ჯაჭვებს. მხოლოდ ის მაიძულებს, რომ ასე მოვიქცე, რომ გამოძიება ამას მალავს.

ყველაზე კარგი მაგალითია ე.წ ხაშურელი კაწროს ამბავი, რომელზეც მითხრეს, მაგალითად, რომ ეს ჩვენი მასალებიაო და თქვენი ფაქტი როგორააო?! მე არც მითქვამს, რომ ჩემი ფაქტია, მათი მასალებია, მაგრამ არავინ არ გააშუქა, ჩვენც არ გავაშუქეთ, მათ შორის. მე ავუხსენი მარტივად, რატომ არ გაშუქდა არავის მიერ. იმიტომ კი არა, რომ დაგვეზარა ბოლომდე ყურება იმიტომ, რომ მათ მიერვე მოწოდებული ვიდეო არსად არ გარჩეულა მათ მიერვე, არავისთვის კითხვა არ დაუსვამთ, არც ამირხანაშვილისთვის უკითხავთ, ვინ არის ეს კაცი, რომ მოდის, რას გელაპარაკებაო, ანუ ეს არის დამალული ნაწილი, რომელიც შემთხვევით გაეპარათ მტკიცებულებებში. ცხადია, რომ, როდესაც ასეთ რამეს ხედავ, გამადიდებელი შუშითა და ეჭვით უყურებ და თვითონ ცდილობ ლოგიკური დასკვნები გააკეთო“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებითვე, პროკურატურა დაინტერესდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იცოდა მან როგორც ფაქტი.

„როგორც ფაქტი, ვიცი „კაწროს“ მონაწილეობა. ამას არ ვუარყოფ და ამაზე იქნება ჩვენი მამტკიცებელი და მამხილებელი გამოძიებები. მონაწილეობა არა იქ ასვლით, არა მკვლელობაში მონაწილეობის მიღებით, არამედ „ჩაფარცხვაში“ მონაწილეობა. მთავარი და კრიტიკული კითხვა ის კი არ არის, ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი, არის ის, რატომ არ ხდება ამ არც თუ რთულ დანაშაულში აღმოჩენა მკვლელის, ანუ ვინ აფარებს ხელს მკვლელს, როგორ ახერხებს ამას და რატომ აკეთებს.

მე მგონია, რომ ისედაც ყველაზე მეტად ვეხმარები გამოძიებაში იმიტომ, რომ ჯერ ჩემი განცხადებები მიდის და მერე მიდის მათი საპროცესო მოქმედებები. ხვალ რას ვიტყვი ის აინტერესებდათ. ამას ჯერ არ ვიტყვი, ამაზე ვილაპარაკებ ხვალ, იმიტომ რომ ჯერ დამუშავების პროცესშია ინფორმაცია, რომელიც მაქვს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები