LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქნახშირმა” წარმოება შეაჩერა – მიზეზი კორონავირუსია

87
63b8dcc2079e1a71b46395219ef9ef39-XL

„საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი შეაჩერა. კომპანიაში დასაქმებულ 144 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება“, – აცხადებენ „საქნახშირში“.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ-სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები