LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქპატენტი Amazon-თან და Ebay-სთან თანამშრომლობას იწყებს – ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები ვეღარ გაყალბდება

104
5d430392100a2404b55f138e

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) – „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში, საქპატენტმა Amazon-თან, Ebay-სთან, Alibaba-სთან და Rakuten-თან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უნდა გააფორმოს. აღნიშნულ საკითხზე პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-7 შეხვედრაზე 30 მარტს იმსჯელეს.

საქპატენტის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ეხმარება საქართველოს უნიკალური მარკეტინგული ინსტრუმენტის, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სარგებლის სრულფასოვნად გამოყენებაში, 2021 წლის 31 აგვისტოს დასრულდება. მათივე ცნობით, მომდევნო თვეების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელი მოეწერა კომიტეტის შეხვედრაზე, ითვალისწინებს ინტენსიური სამუშაოების განხორციელებას ინტერნეტ პლატფორმების მიმართულებით, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინტერნეტსივრცეში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების გაყალბების ფაქტები.

პროექტის ფარგლებში მუშავდება გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ვიდეორგოლების, ტუტორიალებისა და ანიმაციების შექმნას. ამავე გეგმით გათვალისწინებულია სხვადასხვა ტრენინგების ჩატარება, თუ სამუშაო შეხვედრების გამართვა აღმასრულებელი უწყებების თანამშრომლებისთვის, როგორებიცაა: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი და მონიტორინგის სამსახური, ისინი, ვინც უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. ასევე, სერტიფიცირებისა და კონტროლის განხორციელების მექანიზმების საკითხებზე ჩატარდება ტრენინგები მწარმოებლებისათვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები