LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი სათამაშო ბიზნესში დახარჯულ და მოგებულ თანხებს აღრიცხავს

232
Casino-and-Gaming-2-629x405

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული ტრანზაქციების აღრიცხვის გააუმჯობესებას გეგმავს.

ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „ტექნიკური დახმარების“ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სათამაშო ბიზნესი მკვეთრად გაიზარდა. მისი ბრუნვა ყოველწლიურად 7 მილიარდ ლარს აჭარბებს. ასევე გაზრდილია არარეზიდენტების (უცხოელი მოთამაშეების) აქტივობის წილიც.

„სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე გავლენას მოახდენს”

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ისინი აქტიურად არიან ჩართულები სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე მუშაობის პროცესში და ყველა მხარესთან კომუნიკაცია აქვთ. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, კანონპროექტის შემუშავებას წინ უსწრებდა განხილვები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც მათივე განცხადებით, დარგის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მონაწილეობის შესაძლებლობა და კერძო სექტორის ინტერესს მხოლოდ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი წარმოადგენდა. „გვქონდა შეხვედრები, როგორც […]

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საგადასახდელო ბალანსის უკეთესი აღრიცხვისთვის აუცილებელია იმ თანხების შესახებ არსებობდეს ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს არარეზიდენტები ქვეყნის აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ხარჯავენ ან იგებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა შეთანხმება გააფორმეს, რის მიხედვითაც, არარეზიდენტი პირების მიერ დადებული ფსონებისა და მათ მიერ მოგებული თანხის რაოდენობის შესაფასებლად „საქსტატი“ სპეციალურ კითხვებს მოამზადებს. ამის გარდა, მოლაპარაკებები რამდენიმე უმსხვილესი კაზინოს ადმინისტრაციასთანაც შედგა და შეთანხმება დაიდო, რომ  კაზინოები ბიზნესს უცხოელების მიერ საქართველოში დახარჯული და მოგებული თანხების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ეს ვალდებულება კი 2020 წლიდან ექნებათ.

„საქსტატში“ აცხადებენ, რომ სპეციალურ კითხვარზე მუშაობა ამჟამად  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საგადასახდელო ბალანსის აღრიცხვის გაუმჯობესებას ემსახურება.

 

რა ხდება სათამაშო ბიზნესში? - აფბა კორუფციულ სქემაზე საუბრობს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს ჰყავს ლობისტები, რომლებიც გავლენას ახდენენ, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება. როგორც ანდრია გვიდიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს ეჭვი, რომ სათამაშო ბიზნესში კორუფციული სქემებია. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, გვიდიანი კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს. “კონკრეტული სახელებისა და გვარების თქმა გამიჭირდება […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები