LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერი „ბატშევას“ კაბასა და „ფენდის“ პალტოში (ფოტო)

parker

ნიუ-იორკში გამართულ დაჯილდოვებაზე სარა ჯესიკა პარკერს კინოსა და ტელევიზიის სფეროში მუშაობისა და ამ სფეროების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული პრიზი გადასცეს. ამ დღეს 53 წლის მსახიობი ბრწყინავდა „ბატშევას“ შავი ხავერდის კაბაში, რომელიც ულამაზესი მაქმანებით იყო გაფორმებული. სწორედ ამ კაბით პოზირებდა პარკერი წითელ ხალიჩაზე.

პაპარაცების ობიექტივში სარა ჯესიკა პარკერი მაშინაც მოხვდა, როდესაც ის ამავე კაბით ღონისძიებაზე მიდიოდა. ანსამბლი მსახიობს „ფენდის“ ულამაზეს კუბოკრულ პალტოსთან ჰქონდა შეხამებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები