LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერი იასამნისფერი კოლჰოტით ნიუ-იორკში – კადრები გადასაღები მოედნიდან (ფოტო)

sara

იანვრის დასაწყისში ნიუ-იორკში სერილის „გაყრა“ ახალი სეზონის გადაღებები დაიწყო. სატელევიზიო შოუში მთავარ როლს სარა ჯესიკა პარკერი ასრულებს, რომლის გმირიც ძალიან ჰგავს კერი ბრედშოუს საკულტო სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“. ფრენსისიც ნიუ-იორკში, დაქალებთან ერთად ცხოვრობს და მისი მთავარი საზრუნავი პირადი ურთიერთობებია.

პაპარაცებმა 53 წლის მსახიობი ერთ-ერთი სცენის გადაღებებზე დააფიქსირეს. სარა ბრწყინავდა კუბოკრულ პალტოში, რომელიც წითელ ქვედაბოლოსთან, მწვანე ფეხსაცმელთან და იასამნისფერ კოლგოტებთან ჰქონდა შეხამებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები