LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარაჯიშვილის მეტროში მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა

2643
Sarajishvili-entr

სარაჯიშვილის მეტროში მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

როგორც სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი განმარტავს, ჯერჯერობით გაურკვეველია მამაკაცის მდგომარეობა.

“ადგილზე გამოძახებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. არ ვიცით როგორია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცოცხალია თუ არა ან რა სახის დაზიანებები მიიღო”, – განაცხადა ლელა სეთურიძემ.

შემთხვევის გამო მეტროს პირველ ხაზზე გადაადგილება შეფერხებულია. მეტრო “ვარკეთილიდან” “დიდუბემდე” მუშაობს.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2640126776016775&set=a.385713328124809&type=3