LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარესტორნო ბიზნესს წინასააღდგომოდ დახურვის მოლოდინი აქვს – ისინი ვაქცინაციას მიესალმებიან

61
1574454386-73475097-2782086715156166-6422845917237346304-o

სარესტორნო ბიზნესს წინასააღდგომოდ დახურვის მოლოდინი აქვს – საკითზე „საქმიანი დილის“ ეთერში რესტორან „ბარბარესთან“ გენერალურმა მენეჯერმა ანდრია ქურასბედიანმა ისაუბრა. ის იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვები მცირე დროის განმავლობაში იქნება ძალაში.

„თუ აღდგომის პერიოდს განვიხილავთ, ჩვენს სფეროს აქვს იმის მოლოდინი, რომ რაღაც სიმკაცრე ისევ შემოვა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი და ისეთივე მტკივნეული, როგორიც მანამდე იყო. ეს არ უნდა იყოს ერთ და ორთვიანი, რაც რეალურად ბიზნესს კიდევ უფრო გააკოტრებს, ბევრ ბიზნესმენს გაიყვანს ბაზრიდან და უამრავ ადამიანს ისევ უმუშევრად დატოვებს. საჭიროა ძალიან ფაქიზი მოპყრობა და ხელშეწყობა სექტორის“, – ამბობს რესტორან „ბარბარესთან“ გენერალური მენეჯერი.

ანდრია ქურასბედიანი ე.წ უსაფრთხო რესტორნის კონცეფციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დანამდვილებით არ იცის, რა იგულისხმება ამის ქვეშ. „ვაქცინაცია ჩვენი სფეროსთვის შეიძლება სავალდებულო გახდეს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. ამას მივესალმებით, თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი გადარჩეს და განვითარდეს, თუმცა, რას ნიშნავს და კონკრეტულად რაზე გვესაუბრებიან, ჩვენამდე ჯერ ეს ინფორმაცია არავის მოუტანია“, – დასძინა ქურასბედიანმა.

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რომ ბიზნესისთვის ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო, მთaვრობა სხვა ქვეყნების მსგავსად, ე.წ. უსაფრთხო რესტორნის, ღამის კლუბისა და სასტუმროს სტატუსების მქონე სერვისის შექმნაზე მუშაობს, რაც ვაქცინირებული პირებისათვის შეკრებისა და თავისუფლად გადაადგილების სივრცეს გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები