LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფში მებაჟე ოფიცრებმა 21 970 კილოგრამი ყაყაჩოს თესლი აღმოაჩინეს

spicely-organic-poppy-seeds-PI_1200x1200

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სარფში 21 970 კილოგრამი ყაყაჩოს თესლი აღმოაჩინეს.

17 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“17 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ყ.-ს, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალური შემოწმებისას, 21 970 კგ. ნარკოტიკული ნივთიერების „მორფინი-კოდენის“ შემცველი, ყაყაჩოს თესლი გამოავლინეს,” – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები