LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სართიჭალაში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

81
ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სართიჭალაში – ერთმანეთს ტრაილერი და “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ  ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.

ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული და დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს.

რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

 

ოტო: რუსთავი 2
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები