LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო პროცესზე ბუტა რობაქიძის დედამ და გურამ დონაძემ იკამათეს

90

ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდებულებსა და რობაქიძის დედას, ია მეტრეველს, შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

მეტრეველის უკმაყოფილება ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას კითხვას მოჰყვა, რომელიც მოწმე გიორგი ჭანტურიასგან დაინტერესდა, მისცა თუ არა ცრუ ჩვენება 2006 წელს სასამართლოში. აღნიშნულ კითხვას მეტრეველის მიერ დარბაზიდან რეპლიკა მოჰყვა, რომ „მაშინ რეჟიმი იყო და მოუწია ამის გაკეთება“.

მეტრეველის საპასუხოდ ბრალდებულმა გურამ დონაძემ განაცხადა, რომ ახლა უარესი რეჟიმია, რასაც სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.

“ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ,” – განაცხადა ია მეტრეველმა.

პოპულალურები