LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ მადონას შვილზე მეურვეობის უფლება წაართვა

111

როგორც დასავლური პრესა იუწყება, მადონამ სასამართლო პროცესი წააგო, სადაც ის ყოფილ მეუღლეს, გაი რიჩის შვილზე მეურვეობას ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 16 წლის როკო მამასთან იცხოვრებს.

სასამართლო პროცესი პოპის დედოფალსა და ცნობილ რეჟისორს შორის წელიწადზე მეტია, გრძელდება. საშობაო არდადეგების შემდეგ როკომ თავად თქვა უარი ნიუ-ორკში, დედასთან დაბრუნებაზე. ამის შემდეგ მომღერალმა არაერთხელ სცადა როკოსთან დაახლოება, თუმცა უშედეგოდ. სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ მადონამ Instagram-ზე როკოსთან გადაღებული ორი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ხანდახან დედები შეიძლება იყვნენ მკაცრები, მაგრამ მათ მაინც დედოფლებივით უნდა მოექცეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები