LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მივიდა

108
გიული ალასანია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია მივიდა. ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა მას სხდომაზე დასწრების უფლება.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო გაიმართება – პროცესს სააკაშვილი დაესწრება

ალასანიას თქმით, არასამართლიანია საქალაქო სასამართლოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „სააკაშვილის შესახებ აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების საკითხზე ინსპექტორის სამსახური საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს“.

„ჩემი შეფასება ისაა, რომ არ იყო სამართლიანი გადაწვეტილება, ყველასთვის ნათელია ის, რომ ჩემს შვილზე წყდება ეს ყველაფერი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი

პოპულალურები