LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოში მოსვლის არ ეშინია, მანიაკია და უბრალოდ ხალხის ნერვებზე თამაშობს – გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედა

936
დედა ბავშვის

სასამართლოში მოსვლის არ ეშინია, მანიაკია და უბრალოდ ხალხის ნერვებზე თამაშობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში მოკლული 9 წლის გოგონას, ნანიკო ბერიაშვილის დედამ სასამართლოში იაგო ნებიერიძის გამოუცხადებლობის შემდეგ განუცხადა.

ნათია ლალიაშვილი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს სასამართლო იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.

“სასამართლო რომ უნდა დახურულიყო, ეს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ველოდები, რომ სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, ან სიკვდილით დაისაჯოს, რაც ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა ნათია ლალიაშვილმა.

ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე დღეს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზად, ნებიერიძემ მოსამართლისთვის გაგზავნილ განცხადებაში კვლავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუთითა. თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ იაგო ნებიერიძე არასაპატიო მიზეზით აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე უარს და ის შეგნებულად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, მოსამართლემ სხდომის იაგო ნებიერიძის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოპულალურები