LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო რჩევები მათთვის, ვისაც ხშირად უწევს ფრენა

317
fly

მგზავრობა ყველაზე გამოცდილი მოგზაურისთვისაც სერიოზული სტრესია, თვითმფრინავით ფრენა კი, ბევრად სერიოზული სტრესი. ნერვიულობის თავიდან ასაცილებლად და მეტი კომფორტის შესაქმნელად, გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლითაც თავად ავიაკომპანიების თანამშრომლები სარგებლობენ.

სპეციალურად შერჩეული სამოსი – ფრენისას ტემპერატურა ხშირად 60 გრადუსამდეც ეცემა,  რაც სალონის ტემპერატურაზეც აისახება, ასე რომ თუ ილუმინატორთან ირჩევთ ადგილს, აუცილებლად თბილად ჩაიცვით.

სწორად ჩალაგებული ჩემოდანი – ადგილის ეკონომიის მიზნით, უმჯობესია ტანსაცმელი მუთაქასავით დაახვიოთ, ძვირფასი ნივთები კი, ყოველთვის თან იქონიოთ. არ ღირს ჩემოდნის რამდენიმე კლიტით ჩაკეტვა, რადგან ბაგაჟის შემოწმებისას, მაინც ყველას გახსნა მოგიწევთ.

უარი ჩაისა და ყავაზე – ბევრმა არ იცის, რომ ცხელი სასმელი თვითმფრინავის ბორტზე პრაქტიკულად ლაბორატორიულ პირობებში მზადდება. უმჯობესია, ბორტზე ხილის წვენი შეუკვეთოთ, წყლით კი, წინასწარ შეიარაღდეთ.

გასაშლელი მაგიდა – ავიაკომპანიების თანამშრომლები აღიარებენ, რომ თვითმფრინავის სალონი არც ისე გულდასმით იწმინდება, როგორც მგზავრებს ჰგონიათ, ყველაზე მეტი მიკრობი კი, გასაშლელ მაგიდასა და სავარძლის ჯიბეში გროვდება, ამიტომ ყოველთვის თან იქონიეთ სველი ხელსახოცი, პირადი ნივთები კი, აუცილებლად ჩანთაში შეინახეთ.

ბალიში – არ ღირს ბალიშის სრულად დაბერვა, რადგან ფრენისას, როცა მუდმივად  იცვლება წნევა, ძლიერად დაბერილი ბალიში თავისუფლად შეიძლება გასკდეს.

კანის მოვლა – დაბალი ტენიანობა პირველ რიგში სახის კანს აყენებს ზიანს, ამიტომ წინასწარ შეიარაღდით დამარბილებელი საცხით და მოერიდეთ კონდიციონერს. არ ღირს სახის წყლით დასველება, რადგან წყალი სწრაფად შეშრება, კანი კი, დაზიანდება.

დილის რეისი – ეცადეთ დილით იფრინოთ, რადგან დილის რეისები იშვიათად ყოვნდება. ამასთანავე, პილოტები ირწმუნებიან, რომ ტურბულენტობის მსუბუქად გადატანა სწორედ დილასაა შესაძლებელი.

რიგის ბოლოში – მგზავრების ბაგაჟი, ვინც პირველი გადის რეგისტრაციას, თვითმფრინავშიც ყველაზე ადრე იტვირთება, დანიშნულების ადგილას ჩასული კი, ყველაზე ბოლოს ღებულობს. თუ გსურთ დროულად ჩაიბაროთ საკუთარი ჩემოდანი, ნუ იჩქარებთ რეგისტრაციის რიგში დაწინაურებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები