LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშაურმეების დიდი ნაწილი, შესაძლოა, დახურონ

149

შაურმის გაყიდვა, შესაძლოა, აიკრძალოს. Daily Mail-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირის კანონდებლები გამოდიან. მიზეზი შაურმაში ნივთიერება – ფოსფატის შემცველობაა, რომელსაც მის დასამზადებლად ნახევარფაბრიკატ ხორცში იყენებენ.

ევროპელი მეცნიერების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ფოსფატი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარების ნაწილი იზიარებს, რის გამოც ევროკავშირის ქვეყნებში შაურმის აკრძალვას ითხოვს. ევროპარლამენტარების მეორე ნაწილი კი აკრძალვის წინააღმდეგია. როგორც ისინი ამბობენ, შაურმის აკრძალვის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ათასობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩება, რადგან ევროპაში მოქმედი საშაურმეების დიდი ნაწილი დაიხურება.

როგორც Daily Mail წერს, შაურმის რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანონმდებლები სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები