LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო პრემიის სახით კომპანიამ თანამშრომლებს რვა მილიონი გადასცა

25199
boss-stuns-200-workers-by-handing-them-a-huge-8million-christmas-bonus

8 მილიონი ფუნტი საშობაო პრემია – ასეთი სიურპრიზი მოუწყო მერილენდის შტატში არსებულმა კომპანიამ St John John Properties საკუთარ თანამშრომლებს. როგორც გამოცემა mirror წერს, თანამშრომლებს წინასაშობაო წვეულებაზე წითელი კონვერტი გადაეცა.

კომპანიაში დასაქმებული თითოეული ადამიანი დაახლოებით, 38 000 ფუნტს მიიღებს. ბონუსი დასაქმებულის სტაჟის მიხედვით განისაზღვრა.

200 თანამშრომელს ამ ფორმით გადაუხადეს მადლობა იმისთვის, რომ კომპანიას წარმატებული წელი ჰქონდა.

იღბლიანი დასაქმებულების ემოციები ყველაზე კარგად ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს. ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდათ ადამიანებს კონვერტის გახსნის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები