კუბოკრული ქვედაბოლო და შავი კარდიგანი, ჰერცოგინია სადღესასწაულო იმიჯით

კენსინგტონის სასახლეში მოწყობილი პირველი წინასაშობაო ვახშამი, რომელსაც ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა უმასპინძლეს კვიპროსზე გაწვეული სამხედროების ოჯახებს მიეძღვნა.

სპეციალურად სადღესასწაულო ღონისძიებისთვის სასახლის დარბაზი ნაძვის ხეებითა და გირლანდებით გაფორმდა, ხელოვნურმა თოვლმა და სანტა-კლაუსმა კი, მეტი ზღაპრულობა შესძინა საერთო ატმოსფეროს.

ჰერცოგინია პუბლიკის წინაშე ქიშმირის მოკლე კარდიგანით, Emilia Wickstead-ის გრძელი კუბოკრული ქვედაბოლოთი და ზამშის ჩექმებით წარსდგა.

 

ტეგები: ქეით მიდლტონი
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები