LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი თითქმის 17 ლარით შემცირდა

89
shutterstock-1406803745

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 199.6 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა აპრილში ეს მაჩვენებელი 189.6 ლარი იყო.

16 ლარითა და 80 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და მაისში, 318.0 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით:

ორსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი – 268,7ლარია;

სამსულიანი – 302,2 ლარი;

ოთხსულიანი – 335,8 ლარი;

ხუთსულიანი – 377,8 ლარი;

ექვსსულიანი და მეტი – 446,6 ლარი.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები