LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალო ოჯახს არსებობისთვის 308 ლარი სჭირდება

63
shutterstock-1406803745

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის შესახებ ინფორმაცია განაახლა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.7 ლარით გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 184 ლარს შეადგენდა, მაშინ, როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 182.3 ლარი იყო.

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 2.8 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 308.6 ლარი გახდა. აგვისტოში ეს თანხა 305.8 ლარს შეადგენდა.

ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 260,7 ლარი;

სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 293,3 ლარი;

ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 325,9 ლარი;

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 366,6 ლარი;

ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 433,4 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები