LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალო ოჯახს არსებობისთვის 318 ლარამდე სჭირდება – საქსტატი

62
1544519529

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189,5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 187,7 ლარი იყო. შესაბამისად ზრდამ 1,8 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 3 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 317,9 ლარი გახდა. ოქტომბერში ეს თანხა 314,9 ლარს შეადგენდა.

ოჯახის ტიპების მიხედვით კი საარსებო მინიმუმი ნოემბერში ასე გადანაწილდა:

ერთსულიანი ოჯახი – 167.9 ლარი

ორსულიანი  – 268.6 ლარი

სამსულიანი – 302.2 ლარი

ოთხსულიანი – 335.7 ლარი

ხუთსულიანი – 377.7 ლარი

ექვსსულიანი და მეტი – 446.5 ლარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები