LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასოწარკვეთილებას არ მივეცეთ, რამეთუ ყველაფერ ცუდს კარგი მოსდევს – პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

84
Screenshot-3

“პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

“პანდემიამ შეცვალა მსოფლიო, შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა, შიში ჩაგვინერგა. პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა. მთავარია არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველაფერს ცუდს კარგი მოსდევს. პირველ რიგში, ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს, მისი წარმომადგენლები – ეპიდემიოლოგები, ექთნები, სასწრაფოს მუშაკები, ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი, მათ შორისაც დიდია მსხვერპლი, თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ გვყავს მსოფლიო დონის პროფესიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს. ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა კიდევაც. ამით ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს მხრიდან მაღალი შეფასება რამაც განაპირობა მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა.

პანდემიის მართვის პროცესში ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩვენს პოლიციას და თავდაცვის ძალებს. აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ იმით თუ როგორ თავდადებით და ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს. მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს, თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს. განათლების სფეროში, ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა, არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა. ყველაფრის მიუხედავად აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვის ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა. გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია. დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს. ძალიან ვამაყობ იმით, რომ სრულყოფილად ჩავატარეთ ეროვნული და ვაჟა ფშაველას სახელობის კონკურსები. შევკრიბეთ კომისიები, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო ნაშრომები და ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოვავლინეთ გამარჯვებულები. პანდემიის გამო, დაჯილდოების ცერემონია ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ მინდა ამ ახალი წლის ღამეს გაგაცნოთ გამოვლენილი ლაურეანტები, ერთად მივულოცოთ ეს დიდი წარმატება, რომელიც ქვეყანას ასახელებს.

ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და პოეზიაში მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს დავით წერედიანს. ვწუხვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი აღიარება სიცოცხლეში არ ერგო. ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კი ქიმია-ბიოლოგიის დარგში ერთობლივი ნაშრომისთვის არიან გიორგი კვესიტაძე, გია ხატისაშვილი და თინათინ სადუნიშვილი. ფიზიკის დარგში ალექსანდრე შენგელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა