LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო “ბილტმორში” “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა მიმდინარეობს

141
Untitled

სასტუმრო „ბილტმორში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობას „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრები და მხარდამჭერები ესწრებიან. ასევე იმყოფებიან სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც.

დღის წესრიგის მიხედვით, დღეს პარტიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ მდივანს აირჩევენ. სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” 372 დელეგატი ესწრება.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე არის წარდგენილი.

შეგახსენებთ, ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობას ნიკა მელია ასრულებდა.