LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „პარაგრაფი” დროებით იკეტება – „ზვიგენი შეჰყავთ, არ გტროლავთ”

1945

შეკვეთილში, ახალი, გრანდიოზული სასტუმრო “პარაგრაფი” დღეიდან 1 აპრილამდე იკეტება.

როგორც “ფორტუნას” სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განუცხადა, სასტუმროს ოფიციალური გახსნისთვის ამზადებენ.

“უნდა ჩატარდეს სანიტარულ-დასუფთავებითი სამუშაოები და პირველ აპრილს გაიხსნება”, – განაცხადეს “პარაგრაფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაც შეეხება, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასტუმროში განთავსებულ სპეციალურ აკვარიუმში ზვიგენი შეჰყავთ, ამას “პარაგრაფში” არ ადასტურებენ.

“ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, როცა საჭიროდ ჩავთვლით, ამასთან დაკავშირებით, გავავრცელებთ ინფორმაცას”, – განაცხადეს პარაგრაფში.

ინფორმაცია სასტუმროში ზვიგენის შეყვანის შესახებ, სოციალურ ქსელში ნანუნა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. პოსტის კომენტარებში მომხმარებლები წერენ, რომ ზვიგენის განთავსებისთვის, სასტუმროში სპეციალური აკვარიუმიც გაკეთდა.

გრანდიოზული სასტუმრო შეკვეთილში ოფიციალურად 1 აპრილს გაიხსნება.

სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა.

ნომრების შეკვეთა მერიოტის ოფიციალურ საიტზე, აპრილის თვისთვის უკვე შესაძლებელია. ნომრის ღირებულება კი ამ დროისთვის 311 ლარიდან იწყება.

Paragraph Hotel & Spa Resort-ში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერია, რომლებსაც ხედი ზღვის სანაპიროზე აქვს.

საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 150 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, ზამთრის ბაღი… ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები