LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „შაორი“ აგვისტოს ბოლომდე თითქმის 90% დაჯავშნილია

5579
11111

რაჭაში, სასტუმრო „შაორი“ აქტიურად განაგრძობს ვიზიტორების მიღებას და აგვისტოს ბოლომდე თითქმის 90%-ით სრულად დაჯავშნილია – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბრისას „შაორის“ გენერალური მენეჯრი ირაკლი ჯმუხაძე.

მიმდინარე სეზონზე „შაორს“ ძირითადად ქართველი დამსვენებელი სტუმრობს, ხოლო უცხოელი ტურისტების რაოდენობა 70-80%-ით არის შემცირებული, რომელსაც ირაკლი ჯმუხაძე საქართველოში არსებული ეპიდვითარებით ხსნის.

„ძირითად გადართული ვართ შიდა ტურიზმზე. სასტუმრო დატვირთულა ქართველი დამსვენებლებით. მართალია, ამ ეტაპზეც ვმასპინძლობთ დუბაიდან 30 კაციან ჯგუფს, თუმცა, ძალიან ნაკლებია მომართვიანობა უცხოეთიდან, მათ შორის ევროპიდან. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირებულია ჯავშნები მეზობელი ქვეყნებიდანაც და საერთო ჯამში, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის მაჩვენებლებს 70-80%-ით ჩამოუვარდება.“

ამბროლაურში, შაორის ტბასთან მდებარე პირველი და ერთადერთი სასტუმრო, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, რეგიონში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს.

„როცა ტურიზმი განვითარდება, სხვა დარგებიც გამოცოცხლდება – ამ მიზნით, მუდმივად ვცდილობთ სხვადასხვა ინვესტიციის განხორციელებას. მათ შორის, სასტუმროს მიმდებარედ, სადაც საკომუნიკაციო სისტემის არსებობა დღემდე პრობლემურია რეგიონისთვის, საკუთარი რესურსით უზურველვყავით მისი კეთილმოწყობა“ – ამბობს ირაკლი ჯმუხაძე

სასტუმრო “შაორი”, რომელიც მდებარეობს რაჭაში, შაორის ტბის სანაპიროზე, გამოირჩევა უნიკალური ლანდშაფტით, შთამბეჭდავი რაჭული სამზარეულოთი და მომსახურების მაღალი ხარისხით.

კომპლექსში განთავსებულია რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღია აუზი, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი და ბავშვთა გასართობი სივრცეები. სასტუმროში სულ 26 ნომერია, რაც 70-მდე სტუმრის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

„აივნებიდან ულამაზესი შაორის ტბისა და მთის პეიზაჟი იშლება. თითოეულ ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი, ტელეფონი, WI-FI, ცენტრალური გათბობა, ტელევიზორი და მაცივარი . სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი , რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვუმასპინძლოთ ბიზნეს-შეხვედრებს, კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებსა თუ და სხვა ტიპის ღონისძიებებს. ასე, რომ #გელითშაორზე“- ამბობს „შაორის“ მენეჯერი ფორტუნასთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, კომპლექსი სრულად პასუხობს უსაფთხოების ნომრებს, გავლილი აქვს ყველა შესაბამისი შემოწმება და უსაფრთხოების წესები მკაცრად კონტროლდება ყოველდღიურად.

რაჭაში, ტურისტული სეზონი მაისიდან გაიხსნა და ოქტომბრის ბოლომდე გასტანს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები