LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, 459-მდე გაიზარდა

110
hotel-room

სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტპანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ, 459-მდე გაიზარდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სავალდებულო რეგულაციების შემოღება გახდა საჭირო. ახალი რეგულაციები სოციალური დისტანციის დაცვას, დეზინფექციას, ოთახების დალაგების ახალ წესებს და სხვა მოთხოვნებს მოიცავს.

ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია გაითვალისწინოს დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, რის შედეგადაც შრომის ინსპექცია განახორციელებს შემოწმებას, რომლის დადებითი დასკვნის საფუძველზე განთავსების საშუალებები შეძლებენ საქმიანობის აღდგენას.

24 ივნისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1675 სასტუმრო. შემოწმება დაიგეგმა 1331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ კი ვერ დააკმაყოფილა, 581-მა სასტუმრომ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.

ინსპექტირების გავლის შემდეგ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის განახლება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხდება. სასტუმროების სიის სანახავად, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება გაიარეს იხილეთ ბმული https://georgia.travel/ka_GE/hotels

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები