საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს კორონავირუსთან დაკავშირებით აზრის გამოხატვისგან თავი შეიკავონ და წმ. სინოდის სხდომას დაელოდონ. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

“კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება”, – წერია განცხადებაში.

ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ „რემდისივირს“ გამოიყენებენ

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევა გამოვლინდა. სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05