LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს ემუქრებოდა, ბრალი წარედგინა

649
1

ლაშა ჩიქოვანს, რომელიც მოქმედი სასულიერო პირია, ყოფილ მეუღლეზე მუქარის განხორციელების მუხლით ბრალი წარედგინა. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  უწყების ცნობით, სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს,  ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება, ბრალი  ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე წარედგინა. აღნიშნული დანაშაული კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

ხუთი შვილის დედაზე, ნინო გორგოშიძეზე, ყოფილი ქმარის მიერ, ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, უწყებაშიც დაფიქსირებულია. მოქმედი სასულიერო პირი, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად,  ყოფილ მეუღლეს რამდენიმე დღის წინაც დაემუქრა. ჩიქოვანის მიმართ 2014 წლიდან დღემდე, 15-მდე  შემაკავებელი ორდერია გამოცემული.

შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება ამ დრომდე შემოსულ ყველა მტკიცებულებით მასალებს შეისწავლის, რომელიც ბრალდებულის საქმეში ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრის თვეში, ოჯახზე ძალადობის მუხლით, ლაშა ჩიქოვანზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და როგორც უწყებაში განმარტეს, ბრალის წარდგენაც სწორედ აღნიშნული ფაქტების ერთობლივი ანალიზის შემდეგ მოხდა.

“ხელები მქონდა ნაღრძობი, თავში დანა – ჩანგალს მირტყამდა” – რას ყვება ქალი, რომელზეც მღვდელი ქმარი 10 წელი ძალადობდა (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები