LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასურველი შედეგის მისაღებად ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ძალაუფლება პასუხისმგებლობით უნდა ჩაანაცვლოს“ – პიტერ დრუკერის ცნობილი გამონათქვამები

558
FORTUNA. GE (1)

ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი, ეკონომისტი და პედაგოგი პიტერ დრუკერი, 21-ე საუკუნის მენეჯმენტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეორეტიკოსია, ამიტომ მისი კონსულტაციაც საკმაოდ ძვირად ფასობს.

fortuna.ge გთავაზობთ პიტერ დრუკერის ცნობილ ფრაზებს:

მომავლის წინასწარმეტყველების საუკეთესო საშუალება – მისი შექმნაა.

წარმატების საიდუმლო არა სამუშაოზე მოხსენების გაკეთება, არამედ მუშაობა და საქმის კეთებაა.

ნებისმიერი წარმატებული წამოწყება სითამამითა და გამბედაობით იწყება.

მართვის ხარისხის მაჩვენებელი – ჩვეულებრი ადამიანები არიან, რომლებიც არაჩვეულებრივად აკეთებენ საკუთარ საქმეს.

სასურველი შედეგის მისაღებად ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ძალაუფლება პასუხისმგებლობით უნდა ჩაანაცვლოს.

თუ გუნდში არავის უნდა გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობის აღება, ერთ მშვენიერ დღეს ყველას მოუწევს შეცდომაზე პასუხისგება.

მუდმივად განმეორებადი კრიზისი – სიზარმაცის და გულგრილობის მაჩვენებელია.

თანამდებობა არა ძალაუფლება და პრივილეგიები, არამედ სხვაზე მეტი პასუხისმგებლობაა.

ყველაზე მთავარი საქმიან ურთიერთობაში იმის გაგებაა, რაც არ იყო ნათქვამი.

სანამ დროის კონტროლს არ ისწავლი, ვერაფრის გაკონტროლებას ვერ შეძლებ.

უმჯობესია აკეთო კარგი, ვიდრე აკეთო კარგად!

 

ცნობილი გამონათქვამები